გამანადგურებელ-ბომბდამშენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წგამანადგურებელ-ბომბდამშენი F/A-18F Super Hornet

გამანადგურებელ-ბომბდამშენი - საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო (საზღვაო), მათ შორის მცირე ზომის მოძრავი მიზნების გასანადგურებლად მოწინააღმდეგის ტაქტიკურ და უახლოეს ოპერატიულ სიღრმეში; აგრეთვე საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად ჰაერში, დაზვერვის საწარმოებლად და ნაღმური ღობურების დასაყენებლად.

გამანადგურებელს იგი აღემატება თავისი საბრძოლო დატვირთვით. გამანადგურებელ-ბომბდამშენი შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული და ჩვეულებრივი ბომბებით, ამნთები ავზებით, მართვადი და უმართავი რაკეტებით, საარტილერიო შეიარაღებით. მას აგრეთვე აქვს მრავალფუნქციური რადიოსალოკაციო დასამიზნებელი სისტემა ავტომატიზებული დაბომბვის განსახორციელებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები