გამარჯვების მემორიალი გორში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამარჯვების მემორიალი - მემორიალი მონუმენტური ხელოვნების ძეგლი აღმართულია გორის ციხის მახლობლად, მოედანზე. მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტექტოტი ვ. დავითაია (ავტორებს 1982 წ. მიენიჭათ სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია). გაიხსნა 1979 წ. 26 მაისს.

ბრინჯაოს ქანდაკება (სიმ. 7 მ) დგას კირქვის ფილებით მოპირკეთებულ კვარცხლბეკზე (სიმ. 8 მ), რომელსაც წაკვეთილი პირამიდის ფორმა აქვს. კვარცხლბეკის გრძივ მხარეზე წარწერაა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

ქანდაკების კომპოზიციური ღერძია ლომის ზურგზე ამხედრებული ჭაბუკი, რომრლიც ძლიერად ეყრდნობა ლომის ფერდებს. მხედარს განზე გაწეულ და იდაყვში მოხრილ მარცხრნა ხელში ხმალი უჭირავს, რომელზეც ვაზის ტოტია შემოხვეული მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი. ქანდაკება საერთო წყობით, მონუმუმენტური მასშტაბით მოედნის დომინანტია. ამავე დროს იგი, ორგანულად ერწყმის გარემოს, გორის ციხეს.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები