გამოცხადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XVI საუკუნის ხატი, აპოკალიფსი

გამოცხადება - (ეტიმ. ბერძ. apokálypsis „გამოცხადება“) არსებითი სახელი აღნიშნავს გამოცხადებას, გამოაშკარავებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომავალ დროთა აღსასრულის ხილვასა და მის მომასწავებელ ნიშნებს შეეხება.

ამ სახელწოდებას ატარებს წმიდა იოანეს წინასწარმეტყველური წიგნი, რომელიც „აპოკალიპტურ“ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება და ახალ აღთქმას ამთავრებს. პროლოგისა და ეპილოგის გარდა, „გამოცხადება“ ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მათგანი მოიცავს წერილებს შვიდი ეკლესიისადმი, მეორე კი წინასწარეტყველურ ხილვებს ეთმობა. ნაწარმოების მთავარი იდეაა დაპირისპირება ორ ხელმწიფებას (ეკლესია და მსოფლიო), ქრისტესა და ანტიქრისტეს, რჩეულთა და დაღუპულთა შორის. ეს დაპირისპირება გადაწყდება „სამსჯავროთი“, რომელსაც ღმერთი წარმართავს იესოს — უფლისა და მსაჯულის — მეშვეობით.

„გამოცხადება“ ქრისტოლოგიურ-სოტერიოლოგიური ხასიათის პოემაა, რომელსაც აქვს შვიდი ეკლესიით წარმოდგენილი პროკონსულის გამგებლობაში მყოფი აზიის ქრისტიანთა მიმართ წარგზავნილი წერილის ფორმა; ამავე დროს, ის არის ახალი აღთქმის იდეათა და იმედთა სინთეზი და ახალი და უკანასკნელი დროის წინასწარმეტყველება. ტრადიციის თანახმად, „გამოცხადება“ დომიციანეს მეფობის დასასრულს, დაახლოებით 95 წელს შეიქმნა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები