გამშვები დანადგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამშვები დანადგარი – სარაკეტო კომპლექსის საბრძოლო საშუალება, რომელიც საჭიროა რაკეტის შესაბამის საბრძოლო მზადყოფნაში შესანარჩუნებლად, წინასასტარტო მომზადებისა და გაშვებისათვის. შედგება გამშვები მოწყობილობისა და მიმმართველებისგან, რომლებიც აუცილებელია სტარტისას რაკეტის მოძრაობის მიმართულების განსაზღვრისათვის. არის შემდეგი სახის გამშვები დანადგარები:

  • ვერტიკალური და დახრილი გაშვების;
  • მიწისზედა, საშახტე, მიწისქვეშა, საავიაციო და სახომალდე;
  • სტაციონარული, მოძრავი (მობილური, თვითმავალი) და გადასატანი.

ყველაზე რთულ გამშვები დანადგარად ითვლება საშახტე და მიწისქვეშა. მათ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღისგან დაბალი, საშუალო, მაღალი, უმაღლესი და აბსოლუტური დაცულობა. თანამედროვე საშახტე გამშვები დანადგარში რაკეტა განთავსებულია სატრანსპორტო–გამშვებ კონტეინერში. ყველაზე გავრცელებულია მოძრავი გამშვები დანადგარები. ისინი გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სახის სარაკეტო კომპლექსებში, მათ შორის – სტრატეგიულში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები