გამჭოლი რადიაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამჭოლი რადიაცია – მაიონიზებელი გამოსხივება მაღალენერგეტიკული ნეიტრონების და გამა-კვანტების სახით, რომელიც ბირთვული აფეთქების ზონიდან გარემოში გაიფრქვევა. ორგანიზმზე ზემოქმედებისას, ცოცხალი უჯრედების ატომების და მოლეკულების იონიზების დროს, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს. ასევე არღვევს ცალკეული ორგანოების ცხოველმოქმედებას, ავრცელებს სხივურ დაავადებას. ხასიათდება მაიონიზებელი დასხივების დოზით და დოზის სიმძლავრით. გამჭოლი რადიაციისგან დაცვის საშუალებებია: ფორტიფიკაციური ნაგებობები, ჯავშნიანი ტექნიკა და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები