განა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

განა(Ghana – განის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება გვინეის ყურე, დასავლეთით – სპილოს ძვლის ნაპირი (კოტ-დ’ივუარი), ჩრდილო–დასავლეთით – ზემო ვოლტა, აღმოსავლეთით – ტოგო.

ფართობი – 238,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 24,3 მლნ კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. აკრა.

ადმინისტრაციულად იყოფა 10 ოლქად. განა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი პარლამენტი.

დამოუკიდებლობა მიიღო 1957 წლის 6 მარტს.

განა აგრარული ქვეყანაა, მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია კაკაოს წარმოებაში. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (ოქრო, ალმასი, მარგანეცი, ბოქსიტი).

საზღვაო პორტები – თემა, ტაკორადი, აკრა, კეიპკოსტი , სეკონდი.

საერთაშორისო აეროპორტი – აკრა.

შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა 15,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 11,5 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 2 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები