განაღმვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განაღმვა – ნაღმების, მუხტების, აუფეთქებელი საბრძოლო მასალების, ფეთქებადსაშიში მოწყობილობების დაზვერვა (აღმოჩენა), ამოღება ან განადგურება, მათგან ადგილმდებარეობის, აკვატორიის, ნაგებობების და სხვა ობიექტების გაწმენდა; ბრძოლის (ოპერაციის) საინჟინრო უზრუნველყოფის ერთ–ერთი ძირითადი ღონისძიება. როგორც წესი, ახორციელებენ საინჟინრო ქვედანაყოფები ხელით ან ტექნიკური საშუალებების, მტრალავი ხომალდების, აგრეთვე სპეციალურად მომზადებული ქვედანაყოფების გამოყენებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები