განკარგულება (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განკარგულება - ხელქვეითებამდე ამოცანების დაყვანის ფორმა; წერილობითი სახით - საბრძოლო ან სამსახურებრივი დოკუმენტი.

საბრძოლო ამოცანები სარდალს (მეთაურს) დაჰყავს საბრძოლო განკარგულებით; მომავალი საბრძოლო ამოცანების შესახებ ხელქვეითების ორიენტირება ხდება წინასწარი განკარგულების საშუალებით. საბრძოლო მოქმედებების, კავშირგაბმულობის, ჯარების ფარული მართვის, საკომენდანტო სამსახურის ორგანიზაციის უზრუნველყოფის ამოცანები, ასევე ყოველდღიური ამოცანები განკარგულების სახით მეთურის სახელით გაიცემა შტაბის უფროსის მიერ. ჯარების სახეობების, სპეციალური ჯარების, სამსახურების უფროსები განკარგულებას აძლევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებს, ნაწილებს, დაწესებულებებს. ქვედანაყოფის მეთაური განკარგულებას გასცემს ზეპირად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები