განღობვის რაზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განღობვის რაზმი – (განღობვის ჯგუფი) დროებითი სამხედრო ფორმირება, რომელიც იქმნება ნაღმასაფეთქებელ და სხვა ღობურებში გასასვლელების გასაყვანად, ნაღმების, აუფეთქებელი ჭურვების, ავიაბომბების, ფუგასების და სხვა ფეთქებადსაშიში საგნებისგან ადგილმდებარეობის გასაწმენდად.

განღობვის რაზმის საფუძველს, ჩვეულებრივ, შეადგენენ საინჟინრო ჯარების ქვედანაყოფები დაზვერვის და განღობვის (განაღმვის) საშუალებებითურთ. მის შემადგენლობაში შეიძლება აგრეთვე შეყვანილ იქნეს ქვეითი (საზღვაო ქვეითი) ჯარის, სატანკო, ქიმიური და სხვა ქვედანაყოფები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები