განძის მითოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განძის მითოლოგია - განძის მითოლოგია ძალზე მდიდარია. საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ფართოდ არის გავრცელებული ანდრეზული თქმულებები წმიდა საგანძურებზე, რომლებიც საიდუმლო ადგილებშია (გამოქვაბულებში, მიწის სიღრმეებში) დაცული. მოსახლეობა განსაკუთრებული რიდით და კრძალვით ეკიდება ანძს. ვახუშტი ბატონიშვილი წერს, ვერც ფშაველი და ვერც ხევსური ნაპოვნ ოქროს ან ვერცხლს თავისთვის ვერ გამოიყენებს, არამედ ლაშარის ჯვარს შესწირავსო. საგანძურების აღმოჩენა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ერთ-ერთი ასეთი რჩეული იყო ქართველთა ერთიანი ქვეყნის მეფე ფარნავაზი, რომელმაც ტფილისის „ღირღალებში“ მიაგნო განძს, რომლის წყალობითაც გაათავისუფლა ქვეყანა და მეფობა მოიპოვა. როცა ქვეყანა საფრთხის მოლოდინში იყო, ხელისუფალნი (მეფენი) საიდუმლო ადგილას ჩაფლავდნენ განძს, რათა დაბრუნებისას ამოეღოთ იგი და ქვეყნის აღსადგენად გამოეყენებინათ. „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, რომ არჩილ მეფემ, სტეფანოზის ძემ, თავისი წილი განძი დაფლა სხვადასხვა ადგილებში – კახეთის ხევში, უჯარმის ხევში, ქართლსა და ჯავახეთში ძველთაგანვე არსებულ სამალავებში, და დაადო თილისმა, რომ ვერავის შეძლებოდა მისი პოვნა და გამოდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ანდრეზები მოგვითხრობენ ღვთისშვილთა საგანძურებზე. ყველა ღვთისშვილს ანუ ჯვარს თავისი განძი აქვს, განძი მათი სიწმიდისა და სიბრძნის გამოხატულებაა. ანდრეზები მოგვითხრობენ ჯვარის მკადრეთა (შიშია, ომა) შესახებ, რომლებიც ჯვარის წმიდა საგანძურთა ხილვის ღირსნი ხდებიან.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები