განჭვრეტა სამხედრო საქმეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განჭვრეტა სამხედრო საქმეში - სამხედრო თეორიის და პრაქტიკის მომავალი განვითარების პროცესების, სტრატეგიული, ოპერატიული ან ტაქტიკური ვითარების შესაძლო ცვლილებების განსაზღვრა და წინასწარ გათვალისწინება.

მსჯელობის, დასაბუთების და კატეგორიების მიხედვით, განჭვრეტა სამხედრო საქმეში შეიძლება იყოს ვარაუდი, წინასწარმეტყველება (წინათგრძნობა) და პროგნოზი.

ემპირიული განჭვრეტა ემყარება ინტუიციას, საღ აზრს, უშუალოდ სამხედრო გამოცდილებას.

მეცნიერული განჭვრეტა ეფუძნება ომის და შეიარაღებული ბრძოლის ობიექტური კანონების ცოდნას, საერთო-მეცნიერული მეთოდებისა და სამხედრო მეცნიერების სპეციალური მეთოდების გამოყენებას (როგორიც არის ექსტრაპოლაცია, საექსპერტო შეფასება, სამხედრო თამაშები, სამეთაურო-საშტაბო სწავლება და სხვა).

სამხედრო საქმეში განჭვრეტის სირთულეს განაპირობებს ამ სფეროში მოქმედი შემთხვევითი ფაქტორების სიმრავლე, მოწინააღმდეგის შესახებ არსებული ინფორმაციის არასაკმარისობა.

განჭვრეტის უნარი სამხედრო კადრების უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელიც ყალიბდება სწავლის, ჯარებსა და შტაბებში პრაქტიკული მუშაობის შედეგად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები