გარალაწა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარალაწა (აბაზ. ГаралацIа) – საბავშვო ციკლის აბაზური წეს-ჩვეულება – აკვანში ჩვილის პირველი ჩაკვრის რიტუალი. აბაზები დაბადებიდან მეათე დღეს ბავშვს პირველ პერანგს უკერავდნენ და აკვანშიც პირველად აწვენდნენ. იწვევდნენ ნათესავ-მეზობლებს და საწესო სუფრისთვის, სხვა კერძებთან ერთად, აუცილებლად ჰალვას მოამზადებდნენ. ბავშვის ჩაწვენამდე აკვანში კატას ჩასვამდნენ. ჩვილის ჩაწვენისას იტყოდნენ: „კატასავით მშვიდად და ტკბილად იძინე” (Ацгвы апшта – хъгIата тынчта уычв).

საინტერესოა ითქვას, რომ აღნიშნული წეს-ჩვეულების ფარგლებში მომდურავ ოჯახთა შერიგებაც ხდებოდა. მოზეიმეებთან საჩუქრებით იმ ოჯახის წარმომადგენლები მოდიოდნენ, რომელთაგანაც ისინი განაწყენებული იყვნენ; მიულოცავდნენ და პატიებას ითხოვდნენ.


ლიტერატურა

Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები