ტერ-სტეფანიანი გარეგინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გარეგინ ტერ-სტეფანიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერ-სტეფანიანი გარეგინ

ტერ-სტეფანიანი გარეგინ არზატის ძე - (ფსევდონიმი: სლეპცოვი) (14.I.1876, სიღნაღი - ?), პოლიტიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

საშუალო განათლება თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში მიიღო. იყო დაშნაკცუთიუნის პარტიის წევრი. პოლიტიკური მოღვაწეობის გამო 1908 წელს დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919 წელს დაშნაკცუტიუნის სიით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. 1921 საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს. 1922 დაშნაკებმა მოკლეს ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ახმედ ჯემალ-ფაშა. დაკავებულთა შორის იყო გარეგინ ტერ-სტეფანიანიც.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გარეგინ ტერ-სტეფანიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები