გარღვევის მონაკვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარღვევის მონაკვეთი - გაერთიანების, შენაერთის, შეტევის ზოლის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევის მიზნით თავს უყრიან ჯარების ძირითად ძალას.


გარღვევის მონაკვეთს განსაზღვრავს სარდალი (მეთაური) ან ზემდგომი უფროსი ოპერაციაზე (ბრძოლაზე) გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგის თავდაცვის ხასიათის, გარღვევისთვის განკუთვნილი ძალებისა და საშუალებების რაოდენობის, ადგილმდებარეობის პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

გარღვევის მონაკვეთის სიგანე II მსოფლიო ომის გამოცდილებით, 1944-45 წლებში შეადგენდა: დაჯგუფებაში 20-30 კმ (საერთო სიგანე 1_2, ზოგჯერ 3 მონაკვეთისა); არმიაში 6-14 კმ; კორპუსში – 4-6 კმ; დივიზიაში – 2-2.5 კმ. კორპუსისა და დივიზიისათვის გარღვევის მონაკვეთი ხშირ შემთხვევებში ემთხვეოდა შეტევის ზოლის სიგანეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები