გარშემოვლა (სამხედრი ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარშემოვლა - მოწინააღმდეგის განლაგებაში ჯარების ღრმად შესაღწევად და ზურგიდან მასზე დარტყმების მისაყენებლად წარმოებული მანევრი.

ხორციელდება მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობაში ღია ფლანგების ან შუალედების არსებობისას, ფრონტიდან მოქმედ ჯარებთან (ძალებთან) და საჰაერო (საზღვაო) დესანტთან ურთიერთქმედებით. ჩვეულებრივ, ხორციელდება გარშემორტყმასთან ერთად.

გარშემოვლა გამოიყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების გარშემორტყმისა და განადგურებისთვის, ჯარების მართვის დარღვევის, მათი უკუქცევის დროს გზებზე მნიშვნელოვანი ობიექტების (ზღუდეების) ხელში ჩაგდებისთვის.

სამხედრო-საზღვაო ფლოტში გარშემოვლა ხორციელდება ხელსაყრელი პოზიციების დაკავების და მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფებისთვის (ობიექტისთვის) დარტყმის მისაყენებლად მისი დაფარვის ძალებთან (მეწინავე რაზმებთან) საცეცხლე შეხებაში ჩაბმის გარეშე.

ზოგ შემთხვევაში გარშემოვლა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საკუთარი ჯარების განლაგების სიღრმეში ახალ პოზიციებზე (ზღუდეებზე, რაიონებში) ჯარების გამოსაყვანად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები