გეგუთის ციხე-დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გეგუთის სასახლე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეგუთის ციხე-დარბაზი

გეგუთის ციხე-დარბაზი (გეგუთის სასახლე) − (ინგლ. Geguti Royal Palace; Geguti Palace) – ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის VIII საუკუნის ძეგლი. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გეგუთში, ქ. ქუთაისის სამხრეთით, მე-7 კმ-ზე, რიონის ნაპირას. ნანგრევებს 2000 მ2-ზე მეტი ფართობი უჭირავს. 1953-1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII-IX საუკ.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე.წ. ზამთრის „სანადირო სასახლეა” . მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა.

აგურით ნაგები ოთხიარუსიანი მეფეთა სადგომი აღმართული იყო ქვით ნაგებ სამმეტრიან ცოკოლზე (XII ს.). მთავარ ნაწილს წარმოადგენდა 14 მ-იანი გუმბათით დაგვირგვინებული ოთხმკლავიანი დარბაზი, რომლის ირგვლივ საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსები (საწოლი ოთახი, სალარო, საგანძური, აბანო და სხვ.) იყო განლაგებული. ნაგებობას გარედან ეკვროდა კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები. XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია. გადმოცემის თანახმად, გეგუთი თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები