გეკაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეკაფ-ი (ჩეჩნ. ГекIап) – ჩეჩნურ ნართულ თქმულებათა ეპიზოდური პერსონაჟი; ცხოვრობს შირ-ჲურთას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაღალ ყორღანზე; არის კარგი მეურნე და მოსავალიც უხვი აქვს. შირ-ჲურთას შორიახლოს ამირ-კორტზე (ამირის სიმაღლეებზე) სახლობს ნართ-ორსთხოელი ამირი, რომელიც თავის უთვალავ საქონელს აკის მთაზე აძოვებს. გეკაფი და ამირი ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებიან და ამ ნიადაგზე მტრობენ კიდეც.

აღნიშნულ გადმოცემაში ასახულია მთიელი მესაქონლეებისა და ბარელი მიწათმოქმედების ურთიერთობის პრობლემა.



ლიტერატურა

Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები