გენერალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გენერალი - (ლათინური generalis - საერთო, მთავარი), უმაღლეს ოფიცერთა სამხედრო წოდება (ჩინი).

პირველად მიიღეს საფრანგეთში XVI საუკუნეში. უმეტეს ქვეყნებში გვხვდება ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-პოლკოვნიკის, არმიის გენერლის წოდებები.

ზოგიერთ ქვეყანაში გენერლის ჩინის გრადაციისთვის გამოიყენება ტერმინები: ერთვარსკვლავიანი, ორვარსკვლავიანი, სამვარსკვლავიანი, ოთხვარსკვლავიანი და ხუთვარსკვლავიანი გენერლები.

ასევე ანალოგიური ჩინები შეიძლება განისაზღვროს ბრიგადის, დივიზიის, კორპუსის, არმიის გენერლის სამხედრო წოდებაში. მინიჭების უფლება ჩვეულებრივ, აქვს ქვეყნის პრეზიდენტს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები