გენუის კონფერენცია 1922

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გენუის კონფერენცია 1922 - საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, მიმდინარეობდა 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე, მონაწილეობდა 29 სახელმწიფო და ინგლისის 5 დომინიონი.

ექპერტების სპეციალურმა კომისიამ მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებისგან მოითხოვდა ეცნო მეფის რუსეთის ყველა სესხი და ფინანსური ვალდებულება. კომისიის გაანაგრიშებით, რუსეთის მთელი ვალი შეადგენდა 18,5 მილიარდ მანეთს ოქროთი, ხოლო ზარალი, რომელიც რუსეთის მთავრობას მიაყენეს - 39 მილიარდ მანეთს ოქროთი.

საბჭოთა მთავრობა თანახმა იყო ეცნო ომამდელი ვალები და ყოფილ მესაკუთრეთა უპირატესი უფლება, თუ დე იურედ (ლათინური de iure) ცნობდნენ საბჭოთა მთავრობას, ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ მას, გააუქმებდნენ მის სამხედრო ვალებს.

გენუის კონფერენცია უშედეგოდ დამთავრდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები