გერმანია-სსრ კავშირის ომი 1941–45

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Germania-sk-s omi.jpg

გერმანია-სსრ კავშირის ომი 1941–45II მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებების მთავარი სახმელეთო თეატრი (აქ მოქმედებდა გერმანული დივიზიების 70%).

ომი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმით. ამ ლაშქრობაში ვერმახტს მხარს უჭერდა რუმინეთის, უნგრეთის, ფინეთისა და ევროპის ზოგი სხვა ქვეყნის ჯარები. 1941 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე განადგურებული იყო წითელი არმიის მრავალი შენაერთი, ასობით ათასი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. გერმანელებმა ხელთ იგდეს უკრაინა, ბელორუსია, ბალტიისპირეთი და სხვა რეგიონები, მათი შეტევა შეჩერებულ იქნა მხოლოდ მოსკოვთან.

ვერმახტის დამარცხება 1941–42 წლებში მოსკოვის ბრძოლაში ნიშნავდა ბლიცკრიგის კრახს. წითელი არმიის გამარჯვებებმა 1942–43 წლებში სტალინგრადის ბრძოლაში და 1943 წლის კურსკის ბრძოლაში ძირეული გარდატეხა შეიტანა ომის მსვლელობაში. 1944 წელს გათავისუფლებული იყო სსრ კავშირის თითქმის მთელი ტერიტორია და წითელი არმია შეიჭრა ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1945 წლის 2 მაისს აიღეს ბერლინი. ომის უკანასკნელი მსხვილი ოპერაცია იყო ვერმახტის ნარჩენების განადგურება პრაღის რაიონში 1945 წლის 6–11 მაისს. გერმანია-სსრ კავშირის ფრონტზე შეიარაღებული ბრძოლა განსაკუთრებით გააფთრებულ ხასიათს ატარებდა.

საბჭოთა კავშირთან ომში გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა დაკარგეს დაახლოებით 5-7 მლნ. კაცი (ამ რაოდენობის 15-20% მოკავშირეებზე მოდის),

საბჭოთა მხრიდან დაიღუპა 27 მლნ (მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით). საერთო ჯამში ეს რაოდენობა II მსოფლიო ომში დაღუპულთა ნახევარს აღემატება.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები