გველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამწევრისი. საკურთხევლის სარკმელი გველის
გამოსახულებით (ჩვ.წ. III საუკუნე)

გველიმითოლოგიაში გველი ცბიერებისა და სიბრძნის განსახიერებაა. ვერაგი და სიტყვის გამტეხი ადამიანის მიმართ შურისმაძიებელი და ვერაგია, კეთილისათვის და სიტყვის შემნახველისთვის – კეთილისმყოფელი და სიკეთის მზღველი.

გველს პატივს სცემენ როგორც სახლში, ისევე ხატში. ყორეში თუ თვალს მოჰკრავენ გველს, არ გააღიზიანებენ, არ მოკლავენ, რადგან ის ოჯახის ფუძის მფარველად მიიჩნევა. თუ მოკლა ვინმემ, მაშინ ოჯახს დიდი უბედურება დაატყდება თავს (ვიღაც მოუკვდება).

თქმულების თანახმად, გველის სიბრძნე მისი ენის წვერიდან გადადის ადამიანზე, ან მისი ხორცის ჭამით (გველის მჭამელი ხოგაის მინდი). ასეთ ადამიანს ბუნება უცხადებს თავის საიდუმლოებას; მას ესმის, რას ლაპარაკობენ ფრინველები და მცენარეები.

გველი განძის მცველია, სამალავებშია მოკალათებული და აშინებს მპარავს. ზოგჯერ თავად განძი თავის დასაცავად გველის სახეს იღებს. ერთხელ ხახმატის ჯვარმა გახუა მეგრელაური განძის ამოსაღებად შეგზავნა ბაყ-ბაყ დევის სახლში (თავად დევი შინ არ ყოფილა), იქაურობა ოქრო-ვერცხლით ყოფილა გამოტენილი. მაგრამ ჯვარს უთქვამს, ეგ არაფერია, შენ ყორეში შეყავი ხელი და, რაც შეგხვდება, გამოიღეო. შეყო გახუამ ყორეში ხელი და გამოათრია იქიდან მკლავისსიმსხო დაგრაგნილი გველები, და აავსო ხურჯინი. – რად გვინდა ეს გველებით, უკითხავს გახუას. ჯვარს უპასუხნია: ჯერ არ იცი და მერე გაიგებთ. და მართლაც, კარგა მანძილი რომ გაუვლიათ, ჩაუხედავს გახუას ხურჯინში და, რას ხედავს, თვალ-მარგალიტით არის გავსებული ხურჯინი. – ეს რა არის, აკი გველები ჩავსხითო? უკითხავს გახუას. – გველებად მოგაჩვენა თავი ამ ძვირფასმა განძმაო, უთქვამს ხახმატის ჯვარს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები