გვენცაძე რომან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომან გვენცაძე

რომან გვენცაძე – დაიბადა 1945 წლის 6 აპრილს თბილისში. — პოლიციის გენერალ-მაიორი

განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1968-1972).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს შსს სისხლის სამართლის ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ქვეგანყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე (1974-1980)
  • სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი (1980-1985)
  • საქართველოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე (1985-1987); უფროსი (1987-1989)
  • საქართველოს შს მინისტრის მოადგილე (1989-1991, 1994-1995); პირველი მოადგილე (1991-1992)
  • საქართველოს შს მინისტრი (1992-1993)
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი, კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე.
  • დავით აღმაშენებლის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

სახელმწიფო ჯილდო

  • სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი (01.01.1975)
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მედალი „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში სანიმუშო სამსახურისათვის“ (01.01.1966)


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები