გვიგათაფში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვიგათაფში (აბაზ. ГIвыгатапшы) – „სარკეში ყურება“) – აბაზური მანტიკის ერთ-ერთი ნაირსახეობა – საბედოს ხილვა სარკის გამოყენებით. საამისოდ, ქალწულს ლოგინში ჩააწვენდნენ და წინ სარკეს დაუდგამდნენ. სწამდათ, რომ თუ იგი სარკეში ყურებითა და სათანადო ფორმულის („სარკევ, სარკევ, მაჩვენე ჩემი საქმრო“) წარმოთქმით დაიძინებდა, სიზმარში საქმროს იხილავდა (ასეთივე მეთოდით შეეძლოთ, გაეგოთ ომში წასული ნათესავი ცოცხალი იყო თუ მკვდარი). საბედოს სახილველად ქალიშვილები მთვარიანი ღამით ჭაში დიდხანს იცქირებოდნენ და წყლის ზედაპირზე სასურველი ჭაბუკის გამოსახულებას ელოდნენ.

აბაზთა შორის ისეთი „მცოდნენიც“ კი იყვნენ, რომლებიც ვარსკვლავთა განლაგებითა და სიკაშკაშის ხარისხით „არკვევდნენ“, ვინ როდის გათხოვდებოდა (ან ცოლს შეირთავდა), როდის იყო მიზანშეწონილი ქორწილის გამართვა და ა. შ.


ლიტერატურა

  • Тугов В. Б. Память и мудрость веков. Фольклор абазин: Жанры, темы, образы, поэтика. Карачаевск, 2002;
  • Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები