გვინეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გვინეას დროშა

გვინეა (Guinee - გვინეის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სენეგალი და მალი, აღმოსავლეთით - კოტ-დ’ივუარი, სამხრეთით - სიერა-ლეონე და ლიბერია, აღმოსავლეთით - ატლანტის ოკეანე.

ფართობი - 245,9 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 10,3 მლნ. კაცი (2012),

ოფიციალური ენა - ფრანგული.

დედაქალაქი - ქ. კონაკრი.

ადმინისტრაციულად იყოფა 8 ოლქად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).

რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1958 წლის 2 ოქტომბერს.

გვინეა აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (ავსტრალიის შემდეგ მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში ბოქსიტის მოპოვებით და ექსპორტით).

საზღვაო პორტებია: კონაკრი, კამსარი.

საერთაშორისო აეროპორტი – კონაკრი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 12,3 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 10,6 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,8 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 0,9 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები