გითჩე ჟილიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გითჩე ჟილჲან-ი / გითჩე ჯილჲან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Гитче жилян/ Гитче джилян – „პატარა გველი“) – კომეტის, კუდიანი ვარსკვლავის აღმნიშვნელი ბალყარულ-ყარაჩული ტერმინი. გავრცელებული იყო ამავე სახელწოდების საწესო ცეკვა, რომელსაც მიწისძვრის შემთხვევაში თოკით (კომეტის სიმბოლო) ასრულებდნენ. მოცეკვავეებს უერთდებოდა გოგონათა ჯგუფი კუდიანი ვარსკვლავის (къуйрукълу жулдуз) ფორმის ღვეზლებით, რომლებითაც შემსრულებლებს უმასპინძლდებოდა. მცირე ხნის შემდეგ, როგორც კი ღონისძიების განმწესრიგებელი „კუდიანი ვარსკვლავის“ ცეკვის დაწყების ნიშანს მისცემდა, ყველანი სწრაფი ტემპით ცეკვას იწყებდნენ. ორივე ცეკვა იმისთვის სრულდებოდა, რომ გაექროთ კომეტა, რომელსაც უბედურება (მიწისძვრა, გვალვა, ომი, ეპიდემიები და სხვ.) მოჰქონდა.

„გითჩე ჟილჲანის“ ცეკვის მეორე ვარიანტს სექტემბრის ბოლოს, გვიანი თიბვის დამთავრების ჟამს ასრულებდნენ. ცეკვის სხვა ვერსია წვრილფეხა საქონლის დანერბვის დროს უნდა შეესრულებინათ. ცეკვავდნენ დიდი ხორციანი ღვეზელის გარშემო, რომელიც განმწესრიგებელს ეჭირა. ცეკვის შემდეგ მამრ საქონელს ცხვრებთან უშვებდნენ. „გითჩე ჟილჲანი“ სრულდებოდა მიწისქვეშეთის მცველის – ერქ-ჯილანის („ერქლილეჲლი ერქ-ჯილანი/ერქ-ქიში“) – სახელზე, რომელზედაც, ბალყარელ-ყარაჩელთა რწმენით, ვულკანის ამოფრქვევა იყო დამოკიდებული.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები