გილარგვიგვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გილარგვიგვ-ი (აბაზ. Гыларгвыгв) – საბავშვო ციკლის აბაზური წეს-ჩვეულება – ჩვილის პირველი ნაბიჯის რიტუალი, რომელშიც „ფეხების გახსნის“ მაგიური ხერხი მოზარდის მომავალი „პროფესიის არჩევის“ წესთან იყო შერწყმული. საამდღისოდ იწვევდნენ ნათესავებსა და მეზობლებს და საწესო სუფრას შლიდნენ. ოთახის შუაგულში იდგა გრძელი ტაბლა, რომელზედაც სხვადასხვა საგნები (ყურანი, წიგნი, კალმისტარი, ფული, აღვირი, ხანჯალი, მაკრატელი, სარკე და სხვ.) ელაგა. ბებიას ოთახში ძაფით ფეხშეკრული შვილიშვილი შემოჰყავდა და მაგიდისკენ მიუშვებდა; რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ბებია მაკრატლით ძაფს გაჭრიდა და ბავშვს ფეხებს გაუნთავისუფლებდა. დამსწრენი ტაბლასთან მისულს მოზარდს ყურადღებით აკვირდებოდნენ, ხელს რომელ საგანს წაავლებდა, და ამის მიხედვით ცდილობდნენ მისი მომავალი პროფესიის ამოცნობას. თუ ბიჭი ხანჯალს წაეტანებოდა, მამაცი მეომარი უნდა დამდგარიყო, თუ ჩაქუჩს – მჭედელი ან მშენებელი და ა. შ. თუ გოგო მაკრატელს აიღებდა, იტყოდნენ, მკერავი ან ხელსაქმის ოსტატი გამოვაო.


ლიტერატურა

Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები