გინოკინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გინოკინა (მეგრ.) – „გადაწევა“ – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული მეგრული რიტუალი – ნაკვერჩხალზე საკმევლის დადების შემდეგ, გარდაცვლილის სახელობის სასაკურთხე სუფრის პურზე ღვინისა და წყლის დასხმის წესი.

გინოკინა სრულდება მკვდრის ყველა რიგში/ხარჯში – მეცხრე დღეს („კილეში გონწყუმა“), ორმოცზე, წლისთავზე, აგრეთვე მიცვალებუთა ხსენების დღეებში, როცა მათი სახელობის ტაბლას დგამენ. მეგრელები ამ ტერმინით აღნიშნავენ მიცვალებულის საფლავზე ღვინის მოსხმასაც. (შდრ. „ბოღლიწო“).


ლიტერატურა

  • ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში. თბ., 1997, გვ. 154-155;
  • ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 7, გვ. 12-13.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები