გიორგაძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ გიორგაძე

ნოდარ გიორგაძე – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, დიპლომატი, 1993/04-1996/10 წლებში საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (საქართველოს პირველი დიპლომატიური მისია ქ. ვენაში)

დაიბადა 1952 წლის 15 ოქტომბერს თბილისში.

განათლება
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება
1977-1990 – მუშაობდა შინაგან საქმეთა სისტემაში და პარტიულ თანამდებობებზე;
1981-1983 – მსახურობდა ავღანეთში;
1990 – აირჩიეს ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარედ, სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების (ავღანელთა) პარტიის (შემდგომში – საქართველოს ვეტერანთა დაცვის პარტიის) თავმჯდომარედ;
1991 წლის 10 აგვისტოდან ოქტომბრამდე – დამოუკიდებელი ქვეყნის ახლადშექმნილი თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;
1991-1993 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
1992-1993 – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული სიით, №4 საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა”, თავდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს პრეზინდენტის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში;
1994 ოქტომბრიდან-1996 წლის ოქტომბრამდე – საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ავსტრიის რესპუბლიკაში; 1996-დან – არის გაეროს ომების ვეტერანთა მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დელეგატი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; 1998-დან – ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ფლობს: სლოვაკურ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჯილდოები:
ღირსების ორდენის კავალერი.
ავღანეთის დიდებისა და ხალხთა მეგობრობის ორდენი,
თბილისის საპატიო მოქალაქე,
სლოვაკეთის(ბეშენოვა) საპატიო მოქალაქე.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები