კლიმოვი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი კლიმოვი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კლიმოვი

გიორგი კლიმოვი – (დ. 20 ოქტომბერი 1928. ლენინგრადი, – გ. მაისი 1997, მოსკოვი), რუსი ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970).

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისში არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით. აქ ის დაეუფლა ქართულს, შეისწავლა მეგრული, ლაზური, სვანური. ამ ენათა მასალას წარმატებით იყენებდა არა მარტო ქართველოლოგიურ ძიებებში, არამედ ზოგადენათმეცნიერულ კვლევაშიც. მსოფლიო ენათმეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მონოგრაფიები შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერული თეორიისა და პრაქტიკის, აქტიური და ერგატიული კონსტრუქციების საკითხებს. ქართველოლოგიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი მონოგრაფიული ნაშრომები: Склонение в картвельских язиках в сравнительно-историческом аспекте. М. 1962. Этимологический словарь картвельских языков. М. 1964. Кавказские языки. М. 1965.

ზ. სარჯველაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები