ქუჩიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი ქუჩიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ქუჩიშვილი

ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი ალექსანდრეს ძე - (17.X.1886, სოფ. მერე, თელავის მაზრ. - 20.I.1947, თბილისი) - ქართველი საბავშვო მწერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ბავშვობა სოფელში გაატარა. მამა ადრე გარდაეცვალა. 1894 წელს თბილისში გადავიდა. ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში მოაწყვეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, სწავლის ფულის დროზე შეუტანლობის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ პრაქტიკულ საბალანსო ორწლიან სკოლაში. 1898 წელს მოსწავლეთა არალეგალური მარქსისტული წრის წევრია. შემდეგ გადავიდა მუკუზანში სამუშაოდ. ხელისუფლების საწინააღმდეგო მოღვაწეობისთვის მალე სამუშაოს კარგავს და თბილისში ბრუნდება. 1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდების არალეგალური ჟურნალი „ჩვენი დროშა“, რომელშიც აქვეყნებს თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო პირველ ლექსს. 1914 წელს გამოდის მისი ორი წიგნი. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე კიდევ უფრო აძლიერებენ პოლიტიკურ მეთვალყურეობას. 1914 წელს აპატიმრებენ და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში გადაჰყავთ, საიდანაც ამხანაგების დახმარებით ათავისუფლებენ.

მისი შემოქმედების მთავარი გმირები საზოგადოებისაგან გარიყული, ულუკმაპუროდ დარჩენილი მშრომელი ადამიანებია (ლექსების ციკლი „ქუჩის სიმღერები“; მინიატიურები „უსახელო“ (1910); „საცოდავი“ (1914)). გ. ქუჩიშვილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო ლექსები: „აღტაცება“ (1909); „პაწია მეგობრები“.

იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამწერლობო საქმიანობას. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა მისი ლექსები: „შალვა დადიანს“ (1918), „სიმღერა“ (1919). ლექსი მიუძღვნა მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას, სტრიქონით „დიდება დიდ ნოეს“. 1918 წლის 16 ივნისს ქართულ კლუბში გაიმართა გ. ქუჩიშვილის დილა. 1919 წლის 22 სექტემბერს სახელოსნო კლუბში სალიტერატურო და სამუსიკო საღამოზე მონაწილეობდა. 1920 წლის 26 დეკემბერს მეორე ქართულ კლუბში, ილიკო ქურხულსა და ბიჭია ბურდილაძესთან ერთად, მისი მხატვრულ-მუსიკალური საღამო გაიმართა. 1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე, დაკრძალვაზე ჟურ. „ცისარტყელას“ სახელით სიტყვა წარმოთქვა. დაკრძალულია ქართველ მწრალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №294.

იხილე აგრეთვე

გიორგი ქუჩიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები