გიორგი შატბერაშვილის ძეგლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი შატბერაშვილის ძეგლი - მონუმუმენტურ ხელოვნების ძეგლი მდებარეობს დგას კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადისკენ მიმავალ გზაზე, სპეციალურად შექმნილ მოედანზე (24 X 18 მ). გაიხსნა 1981 წ. 9 ივნისს. ავტორები: მოქანდაკე ჯ. თუშურაშვილი, არქიტექტორი ი. კავთიაშვილი.

ცნობილი ქართველი მწერლის გ. შატბერაშვილის (1910-65 წწ) ბრინჯაოს ქანდაკება დგას ტუფის სწორკუთხა კვარცხლბეკზე (1,8X0,6 მ). კომპოზიცია ფრონტალურია. წარმოდგენილია მწერლის თავი და კისერი. პორტრეტული მსგავსება დაცულია. ძეგლის უკან, დაბალ კედელზე მარმარილოს სამი ფილაა (1,2 X 0,75 მ). მარცხენაზე გამოსახულია მზე, ვაზი და ეკლესიის ფასადი, ქვეშ წარწერაა: „მკვდრის მზე“. მომდევნო ორ ფილაზე დაბალი რელიეფით შესრულებული სტილიზებული წარწერებია: „საჯილდაო ქვას მხოლოდ ღვთის ნათლულები თუ უზამენ ძვრას“; „ღმერთო, მიცოცხლე ქართული სიტყვა, აწ და მარადის და უკუნისად“.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები