გირუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გირუ(შუამდ.) ცეცხლის ღმერთი. გირუ, ერთი მხრივ, მიჩნეულია ანუს პირმშოდ, რითაც მინიშნებულია ცეცხლის ციური წარმოშობა; მეორე მხრივ, იგი არის აბზუს ძე ანუ წყლის სტიქიონისა, რითაც გადმოცემულია თითქოს ის ფაქტი, რომ წყლით სავსე ღრუბელში იბადება ცეცხლი ელვის სახით. იმ მნიშვნელობის გამო, რომელიც ცეცხლსა აქვს ყოველდღიურ ყოფაში, გირუ გამოცხადებულია ქალაქთა დამფუძნებლად (მხედველობაშია აგურების გამომწვავი ცეცხლი) და ტაძართა განმაახლებლად (საგულისხმოა, რომ შუმერული სიტყვა ცეცხლისთვის „გიბილ“ ნიშნავს აგრეთვე „ახალს“, ხოლო ზმნური მნიშვნელობით „განახლებას“). ცეცხლი აუცილებელია მსხვერპლშეწირვისათვის, ამიტომაც გირუ არის შუამავალი შემწირველსა და ღმერთებს შორის. გირუ, როგორც განმწმენდელი, მონაწილეა მჭედლობის საქმისა, როცა იგი ადნობს და წმენდს ლითონებს (ოქრო-ვერცხლს და ბრინჯაოს), და ადამიანის რიტუალური განწმენდისა, როცა იგი წარხოცავს მისი სხეულიდან ყოველგვარ წვირს („განასპეტაკე ასონი კაცისა, ცასავით განაბრწყინე, მიწასავით განწმინდე...“)

ნათქვამია, რომ აბის თვეში (ივლის-აგვისტო) „გირუ ჩამოდის ციდან და შამაშს ეტოქება“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები