გიშერამაირერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიშერამაირერ-ი (სომხ.Գիշերամայրեր – „ღამის დედები“) – ბოროტი ჯადოქრები, ღამიეული სიბნელის პერსონიფიკაციები სომხურ მითოლოგიაში. ისინი ქვეყნიერების შექმნის დღიდან გველებით ხელში მზეს დასდევენ. გიშერამაირერები ღამით მიწისქვეშეთიდან ამოდიან, რათა შეიპყრონ მზე, მაგრამ მნათობი უკვე ჩასულია. მაშინ ისინი დაჰბერავენ და ქვეყანას უკუნი მოიცავს. ღამის დედები მზეს ტყეში, მთაში, სოფლებში ეძებენ. ვერ პოულობენ რა მნათობს, ისინი დანგრეული წისქვილებიდან და დამშრალი წყაროებიდან კვლავ მიწისქვეშეთში ჩადიან და მნათობის ძებნას იქ აგრძელებენ. როგორც კი დაბლა ჩავლენ, აღმოსავლეთის მხრიდან უმალ მზე იწყებს ამოსვლას. თუ ავსულები მნათობის მიკვლევას შეძლებენ, კაცობრიობა დაიღუპება, დედამიწას გველები გადაფარავენ და სამუდამოდ სიბნელე დაისადგურებს.


ლიტერატურა

Арутюнян С. Б. Гишерамайрер // Мифы народов мира. Т. I. М., 1980.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები