გიშერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიშერი

გიშერი − (ინგლ. Jet < ძვ. ფრანგ. Jaiet < ბერძ. Gagatēs < ტერმინის წარმომავლობა დაკავშირებულია მცირე აზიის ქალაქ „გაგაი”-ს სახელთან) (შავი ქარვა, შავი იასპი; გაგატი) – ქვანახშირის სახესხვაობა, ჯდომადი მთის ქანი, ერთგვაროვანი, მკვრივი, ბლანტი, მბრწყინავი მასალა, სანახელავო ქვა, რომელიც ადვილად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებასა და გაპრიალებას; ლიგნიტის სახესხვაობა.

სიმკვრივე – 1300-1400 კგ/მ3;
სიმაგრე მინერალოგიური სკალის მიხედვით – 3-3,5.

წარმოშობა დაკავშირებულია ზღვის ფსკერის მეზოზიური და კაინოზიური დანალექების გარდაქმნებთან, გამოწვეული მერქნის მეტამორფოზის გავლენით. გვხვდება ცალკეული გროვების, ნატეხების სახით ქვიშაქვებში, მერგელებში, მცირედ მეტამორფოზულ ქანებში და სხვ. ფართოდ გამოიყენება საიუველირო საქმეში. გაგატისაგან დამზადებული სამკაულები ძალზედ პოპულარული იყო ვიქტორიანულ ინგლისში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები