გმური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გმური - ლახვრის ერთ-ერთი სახეობა. საძგერებელი იარაღი.

სულ-ხანსაბას გმური განმარტებული აქვს ცალკე და ლახვარის ქვეშაც. პირველ შემთხვევაში აღნიშნულია რომ „გმური ხელშუბა“-აო, მეორე შემთხვევაში აღწერილია - „გმური არს ლახუარი პირ-ბრტყელი და ბუნგრძელი, რომლითა მაცხოვარსა უგმირეს.“ საბას არავითარი წყარო დამოწმებული არა აქვს და არც ის ჩანს თუ საითგან უნდა იყოს ეს ტერმინი ამოღებული. ქართულ საისტორიო თხზულებებში გმური არც ერთხელ არ არის ნახმარი, რაც ცხადყოფს რომ საბას ცნობა ან გარკვეულ წერილობით წყაროზე, ან და პირად ზეპირ ცოდნაზე უნდა ჰქონდეს დამყარებული.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები