პომპეუსი გნეუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გნეუს პომპეუსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გნეუს პომპეუსი

პომპეუსი გნეუს - (Pompeius) (მაგნუსი/დიდი; ძვ.წ. 106-48 ), რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. ძვ.წ. 64-63 წლებში რომის ძალაუფლებას დაუმორჩილა სირია და პალესტინა. პირველი ტრიუმვირატის წევრი გაიუს იულიუს კეისარსა და მარკუს კრასუსთან ერთად.

რომის ძალაუფლების დამყარებისთვის პალესტინაში, პომპეუსი ჩაერია იუდეის შიდაპოლიტიკურ კონფლიქტში. იმ დროს მეფობისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ძმები გირკან II და არისტობულე II. ძლიერი პომპეუსის მიმხრობა ორივე მხარეს უნდოდა და მათ ძღვენი აახლეს რომაელ სარდალს. პომპეუსი საჭირო დროს ელოდებოდა და როდესაც ეს დრო დადგა ჯარით დაიძრა იერუსალიმისკენ. გირკან II-ს მომხრეებმა მას ქალაქის კარიბჭე გაუღეს, ხოლო არისტობულე II-ს მომხრეები ტაძარში გამაგრდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იყვნენ მოქცეულები. თვითონ არისტობულე რომაელებმა შეიპყრეს. ალყისთვის მოსამზადებლად და აქტიური მოქმედებების საწარმოებლად პომპეუსმა შაბათი დღე გამოიყენა, რადგან ებრაელები შაბათს მუშაობა და ბრძოლა ეკრძალებოდათ.

ძვ.წ. 63 წლის შუა პერიოდში რომაელებმა ძლიერი შტურმით აიღეს ტაძარი და იქ გამაგრებულები სასტიკად დასაჯეს. იოსებ ფლავიუსის მიხედვით გნეუს პომპეუსი ტაძრის წმინდათა წმინდაში შესულა, თუმცა არ დაურბევია და გაუძარცვია. დიონ კასიუსი კი წერს, რომ რომაელებმა ტაძრის საგანძური წაიღეს. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად იუდეა რომის პროვინციად იქცა, ხოლო შემდეგ პროვინციად. თავდაპირველად პომპეუსმა პალესტინიდან რომს შეუერთა ღაზა, იაფა და სხვა საზღვაო ქალაქები. ასევე სამარია და იორდანიის დიდი ნაწილი. არისტობულე II და მისი ოჯახი ტყვედ წაიყვანეს რომში. გირკან II პომპეუსმა მეფედ დანიშნა, თუმცა შეზღუდული ძალაუფლებით.

თავდაპირველად პომპეუსი სულას ბანაკში იყო. მონაწილეობდა სპარტაკის აჯანყების ჩახშობაში. 66 წლიდან სარდლობდა რომაელთა ჯარებს პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ ომში; ილაშქრა კავკასიაშიც (პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში). 60 წელს კავშირი შეკრა იულიუს კეისართან და მარკუს კრასუსთან (I ტრიუმვირატი). ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, 53 წელს, დაიწყო კეისართან ბრძოლა ხელისუფლებისათვის, მაგრამ 48 წელს ფარსალოსთან დამარცხდა და გაიქცა ეგვიპტეში, სადაც მოკლეს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები