ვლადიმერ გობეჩია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გობეჩია ვლადიმერ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გობეჩია ვლადიმერ პავლეს ძე (?- 1918) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ამიერკავკასიის კომისარიატის საზღვაო მინისტრი.

ვლადიმერ გობეჩია 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალზე ხელმომწერთა (სულ 88) შორისაა. 1909-1911 წლებში ვლადიმერ გობეჩია ბაქოში ცხოვრობდა. იმ პერიოდში ბაქოში ქართულ ენაზე გამოდიოდა პარტიული ორგანო - „მარცვალი“, თავის ძმა იოსებთან ერთად, რომელიც ასევე არალეგალურად ცხოვრობდა ქ. ბაქოში, აღნიშნული გაზეთის რედკოლეგიის წევრი იყო. ვლადიმერ გობეჩია 1918 წლის მაისში უცნობმა პირმა გასროლით მოკლა. მის გასვენებაში ყველა ქართული პარტია მონაწილეობდა. ეროვნულმა საბჭომ და პარტიებმა დაგმეს საბჭოს წევრის ვერაგული მკვლელობა, გარდაცვლილ ვლადიმერ გობეჩიას კი მრავალი სტატია მიუძღვნეს.

ლელა სარალიძე


იხილე აგრეთვე

ვლადიმერ გობეჩია

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები