გოგავა ზაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაზა გოგავა

გოგავა ზაზა ზურაბის ძე - (დ. 1971), გენერალ-მაიორი (2008), გაერთიანებული შტაბის უფროსი (2006-08).

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1994), გაიარა ანტიტერორისტული და კონტრტერორისტული მომზადების კურსები აშშ-ში (1995-2002). მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში (1995-99), ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1999-2004), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაური (2004-06); საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე, შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი (2008-12).



იხილე აგრეთვე

ზაზა გოგავა

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები