გოგიაშვილი კუკური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუკური გოგიაშვილი

გოგიაშვილი კუკური – (1912 – 1984), მსახიობი, დრამატურგი, ჟურნალისტი და პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1928-1930 წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა ქუთაისში თეატრში; სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების მსახიობი და დრამატურგი; ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. მისი პირველი ლექსი, „შოთას”, გამოქვეყნდა 1934 წელს, ხოლო პირველი საბავშვო წიგნი „თინიკოს მამალი” – 1940 წელს. მას ეკუთნის საბავშვო ლექსების, პოემებისა და ზღაპრების კრებულები: „აბლი-ბაბლი” (1961), „ვინ დაღუპა აფრასიონი” (1964), „პაპა გიგო” და სხვა.


* * *
- ვინ უფრო გიყვარს, გოგიტა?
- ის, ვინც ბევრ კანფეტს მომიტანს!
- ვინ უფრო გიყვარს, ხათუნა?
- თოჯინა თვალებხატულა!
- შენ ვინღა გიყვარს, ირა?
- ვინც ნაყინს მაჭმევს ხშირად!
- შენ, ჩემო ცუგრუმელავ,
ვინ უფრო გიყვარს, ლელა?
- ჩემი ჭაღარა ბაბუა
სულ მირჩევნია ყველას!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები