გოგოლაძე ლერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლერი გოგოლაძე

ლერი გოგოლაძე - (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი) — ქართველი წყალბურთელი და მათემატიკოსი. თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1956­-72) და სსრკ ნაკრებში (1958-­64). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი), ევროპის ჩემპიონატისა (1962) და მსოფლიო უნივერსიადის (1963) მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის მეორე (1960, 62, 63) და ხუთგზის მესამე (1958, 59, 64, 66, 67) პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ფიზიკა­-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1985). თსუ­ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1986­-დან). 1985-­87 წლებში იყო თსუ­ის პრორექტორი სასწავლო დარგში. ღირსების ორდენის კავალერი.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები