გოდების კედელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდების კედელი

გოდების კედელი - ამ სახელით ცნობილია იერუსალიმის მეორე ტაძრის შემორჩენილი დასავლეთის კედელი.

ტაძარი ჩვ.წ. აღ. 70 წელს გაანადგურა და გადაწვა რომაელმა მხედართმთავარმა ტაციტუსმა (ტიტუსმა) იმპერატორ ვესპასიანეს დროს და მისგან სასწაულებრივად გადარჩა ეს ერთადერთი კედელი. წმ. გადმოცემით ისეთი საცოდაობა იყო ამ ტაძრის განადგურება, რომ ანგელოზები ჩამოსხდნენ ამ კედელზე და ისეთი ცხარე ცრემლებით ტიროდნენ, რომ ხანძარი ვერ მიეკარა კედელს.

გოდების კედელი ებრაელთათვის დღესაც წმიდათაწმიდა ადგილად ითვლება და მასთან დღესასწაულის დღეებში იკრიბებიან ებრაელები და ევედრებიან ღმერთს, რომ კვლავ აღუდგინოს სოლომონისა და დავით წინასწარმეტყველის დროინდელი ებრაელთა სამეფო (სოლომონის ორივე ტაძრის შესახებ და თვით სოლომონ მეფისა და დავით მეფის შესახებ „იერუსალიმი“.)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები