გოდორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდორი

გოდორი − სხვადასხვა სახისა და დანიშნულების მოწნული სამეურნეო ინვენტარი, რომელიც ძირითადად, ტვირთის საზიდის ფუნქციას ასრულებდა.

აჭარაში გავრცელებული იყო ბრტყელძირიანი გოდორი და ფეხიანი − კონუსისებური გოდორი. სატვირთე გოდრის ნაირსახეობა იყო „ცხენის გოდორი” („კეხის გოდორი”) − ერთმანეთზე თოკით გადაბმული ორი გოდორი, რომლებსაც ცხენზე გარდი–გარდმო გადაკიდებდნენ და ტვირთი გადაჰქონდათ, ასევე, „საფქვილე გოდორი”, რომელიც სუროს ტკეჩით მჭიდროდ იქსოვებოდა. იგი მთელ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული და როგორც მარცვლეულის შესანახად, ისე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად გამოიყენებოდა. აჭარაში სიტყვა „გოდორისაგან” ნაწარმოები ტერმინი გოდორაჲ − სიმინდის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელიც იყო.

აღმოსავლეთ საქართველოში მთიელები ჭირნახულს გოდრებში ინახავდნენ. აქ გოდორი ნაკელისა და ნაცრის ნაზავით იყო ამოლესილი. სქელი ძირი ჰქონდა, ზოგჯერ ფეხებზე იდგა, რომ არ დანესტიანებულიყო. ასეთი გოდრების სიმაღლე ორ მეტრამდე აღწევდა და ორმოც-ოთხმოც ფუთ მარცვლეულს იტევდა. შეძლებულ ოჯახს შვიდი-რვა გოდორი მაინც ედგა. დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის შესანახად თიხით შელესილი გოდრები იყო წარმოდგენილი. ზოგადად შესაძლებელია ითქვას, რომ ფიცრის ფსკერიანი შელესილი გოდორი, როგორც მარცვლეულის შესანახი სათავსი, მთელ საქართველოში ფართოდ იყო წარმოდგენილი. ასევე ითქმის სხვადასხვა სიდიდის შეულესავი გოდრების შესახებაც, რომლებიც სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი.

გოდრის სახეები იყო: ყურძნის შესანახი გოდორა − აჭარასა და გურიაში, თევზის საჭერი − გოდორი და გორიცა − გურიაში, გუჯინახევში, გოგროხაქართლში, დიდი გოდორი: გოდრულა − ქსანსა და ქართლში, პატარა გოდორი: ზურგზე მოსაკიდი გოდრულა − კახეთში.



ლიტერატურა

მგელაძე, 1966; ქართული მატერიალური კულტურის...

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები