გოლიათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიციანი, დავითი და გოლიათი

გოლიათი – უზარმაზარი ფილისტიმელი მეომარი ძველი აღთქმის მიხედვით. გოლიათის დამარცხება მხოლოდ ახალგაზრდა დავითმა, ისრაელ-იუდეის მომავალმა მეფემ შესძლო შურდულით, შემდეგ კი თავი მოაჭრა. ორთაბრძოლაში გამარჯვებიდან დაიწყო ფილისტიმელების განდევნა ისრაელიდან.

ბიბლიური ტექსტების თანახმად გოლიათი არაჩვეულებრივი ძალის მეომარი იყო. იგი გამოირჩეოდა იშვიათი სიმაღლით. ის თითქმის სამი მეტრი სიმაღლისა გახლდათ. ფილისტიმელი გოლიათი ქალაქ გათის მაცხოვრებელი იყო.

ბრძოლის დროს გოლიათს ემოსა დაახლ. 57 კილოგრამი სიმძიმის აბჯარი, სამკლაურები, სამუხლეები და მუზარადი. ხელთ ეპყრო ბრინჯაოს დიდი ფარი და გრძელი და მძიმე შუბი, რომლის მხოლოდ წვეტი 7 კგ-მდე იწონიდა. როგორც სხვა ფილისტიმელი მეომრები, გოლიათიც ატარებდა მტკიცედ ნაჭედ, ბასრ მახვილს. ამ ცნობებს ბიბლიის ტექსტებში ვხვდებით.

დავითს გოლიათთან ბრძოლაში აბჯარი არ ემოსა და ხელთ მხოლოდ შურდული და ქვა ჰქონდა. ფილისტიმელმა შეურაცყოფად მიიღო მასთან შებმა, რადგან დავითი ძალიან ახალგაზრდა იყო. გოლიათის დამარცხების შემდეგ დავითმა მისივე მახვილით მოკვეთა თავი ფილისტიმელს. ეს ხმალი შემდეგ დავითსა გახდა და ჯერ ნომბეში, შემდეგ კი იერუსალიმში ინახებოდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები