გომისჯვარი (ნასოფლარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომისჯვარი (ნასოფლარი) - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვრის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით თარიღდება ფეოდალური ხანით.

შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი, სადაც გამოვლინდა მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მიწაში ვერტიკალურად ჩადგმული რამდენიმე დიდი ზომის ქვევრი. ნასოფლარის აღმოსავლეთიღ განაპირას ჩანს ფილაქვებით ნაგები, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი რამდენიმე ქვაყუთი. ნასოფლარზე თავდაპირველად ყოფილა კოშკი (უკეთაა შემონახული), ერთმანეთისგან ათიოდე მ-ით დაშორებული 4 დარბაზული ეკლესია (დღეისათვის მხოლოდ ორია შემორჩენილი), სასახლე (ნანგრევებიღაა) და თაღით გადახურული აუზიანი წყარო. ერთ-ერთი (იოანე მახარებლის) ეკლესიის წარწერის თანახმად აქ ლევან ბატონიშვილის (XVII ს.) რეზიდენცია იყო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები