გონაშვილი ჰამლეტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰამლეტ გონაშვილი

გონაშვილი ჰამლეტ დიმიტრის ძე - (20.VI.1928, სოფ. ანაგა, – 25.VII. 1985, ანაგა, დაკრძალულია თბილისში), ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980).

1953-69 საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო. ჰქონდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება 1969-85 მოღვაწეობდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“. თანაბარი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე იმერულ-გურულ სიმღერებსა და საგალობლებს, მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს (მთქმელის პარტიას). მისი რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „წინწყარო“, წმიდაო ღმერთო“, „გაფრინდი, შავო მერცხალო“ და სხვ. წარმატებით ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებსაც. მისი შემოქმედება, ერთი მხრივ, ხალხ. პირველწყაროსთან სიახლოვითაა აღბეჭდილი, მეორე მხრივ კი, ქართული და დასავლეთ ევროპული კლასიკური მუსიკის ესთეტიკური იდეალების ერთგვარი სინთეზია. (ე. გარაყანიძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ჰამლეტ გონაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები