გონჯა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გონჯა - ხალხური ჩვეულების ძირითადი პერსონაჟი. გონჯაობა წარმართული ჩვეულებაა, ტაროსის ღვთაებისადმი მიძღვნილი. გონჯაობას კარდაკარ ჩამოვლის ხასიათი ჰქონდა. გონჯას ხელოვნურადაც ამზადებდნენ. ხის ნაჭერს ძონძებში გახვევდნენ და ადამიანის სახეს მისცემდნენ. ლაზარობის მსგავსად, ცერემონიალს თან ახლდა საწესჩვეულებო სიმღერა: „გონჯა მოდგა კარსაა აბრიალებს თვალსა“.

ვ. მაცაბერიძე


ლიტერატურა

  • ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, 1948;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
  • სიხარულიძე ქ., საწესო კალენდარული პოეზია. „ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება“, I, 1963.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები