გორნაპშთიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორნაპშთიკ-ი / გორნადაკ-ი / ხორთლახ-ი (სომხ. Գորնափշտիկ / գորնադակ / խորթլախ) – მიცვალებულის მოხეტიალე სული-დემონი სომხური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; სომეხთა რწმენით, წესის აუგებლად, ან მოუნათლავად დამარხული მიცვალებულების სულები გორნაპშთიკებად იქცეოდნენ, საფლავებიდან ამოდიოდნენ, კატის, ძაღლისმაგვარი ცხოველის (უპირატესად, ტურის) სახეს იღებდნენ და ეჩვენებოდნენ ადამიანებს, რომლებიც შიშისგან კვდებოდნენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ჭკუიდან იშლებოდნენ. განსაკუთრებით საშიში მოჩვენებად თურქი მიცვალებულის ხორთლახად ქცეული სული მიაჩნდათ.


ლიტერატურა

Харатян З. В. Культовые мотивы семейных обычаев и обрядов у армян // Армянская этнография и фольклор: материалы и исследования. Вып. 17. Ереван, 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები