გრანადოსი ენრიკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენრიკე გრანადოსი

გრანადოსი ენრიკე - ესპ. Enrique Granados (27. VII. 1867, დერიდა, ვატალონია, – 24. III. 1916, ლა მანში), ესპანელი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი შ. ბერიოს (ფორტეპიანო), ფ. პედრელისა და ჟ. მასნეს (კომპოზიცია) მოწაფე.

სახელი გაითქვა როგორც ფ. შოპენისა და ე. გრიგის ნაწარმოების შემსრულებელმა. 1900 დააარსა ბარსელონაში კლასიკური კონცერტების საზოგადოება, ხოლო 1901 – მუსიკის აკადემია, რომელსაც სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა (ამჟამად მისი სახელობისაა). გრანადოსის შემოქმედება დაკავშირებულია ესპანური ეროვნული მუსიკის აღორძინებასთან (ე. წ. რენასიმიენტო).

ავტორია: 7 ოპერისა, სიმფონიის, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებების. ცნობილია მისი საფორტეპიანო ნაწარმოები („გოიესკები“ 1911), ესპანური ცეკვები და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები