გრანელი ტერენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერენტი გრანელი

გრანელი ტერენტი სამსონის ძე (კვირკველია) (25.XI.1897, წალენჯიხა - 10.X.1934, თბილისი) - პოეტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში. უბედური შემთხვევის გამო (ოჯახს სახლი დაეწვა), მეექვსე კლასიდან შეწყვიტა სწავლა. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, შემდეგ კი - სოციალისტ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში შიკრიკად. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც გიმნაზიის სტატუსით მოქმედებდა. 1919 წელს დაირქვა ფსევდონიმი „გრანელი“. 1919 გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. 1920 საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის ორგანოში, ჟურნალ „მხედარში“ გამოაქვეყნა ლექსები: „საქართველოს“, „ვედრება“, „ყაზარმა“ და „მოგზაურობა სოფლის სიჩუმეში“. 1920-1921 წლებში გამოსცა ლექსების ორი წიგნი: „პანაშვიდები“ (გობრონ აგარელთან ერთად) და „სამგლოვიარო ხაზები“.

1922 გამოსცა წიგნი „სულიდან საფლავები“. 1924 ერთ-ერთ ლექსში გააკრიტიკა სტალინი და დიქტატორი უწოდა. ანტიკომუნისტურია მისი ლექსები: „1921“, „პოეზია“, „ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს“. 1924 გამოსცა ლექსების კრებული - „Memento morI“. იმავე წელს რუსთაველის თეატრში გაიმართა მისი ლიტერატურული საღამო. 1926 გამოსცა უკანასკნელი წიგნი. 1927 თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“. 1930 მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც გამოიქცა. გარდაიცვალა „არამიანცის“ სავაადმყოფოში, დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ლ. ალიმონაკი „კვირის წირვები“, თბ., 1984;
  • „ტერენტი გრანელი“ - ლირიკა“, რედ. ლ. ალიმონაკი, თბ., 1972;
  • ს. ჭილაია, „ქრონიკები“, თბ., 1984.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ტერენტი გრანელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები