გრენადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Grenada drosha.png

გრენადა - (Grenada), სახელმწიფო მცირე ანტილის კუნძულთა ჯგუფში, კარიბის ზღვაში.

საერთო ფართობი - 344,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 97 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. სენტ-ჯორჯეზი.

ადმინისტრაციულად იყოფა 7 რაიონად.

გრენადა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი. აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1974 წლის 7 თებერვალს.

გრენადა აგრარული ქვეყანაა. აწარმოებს მუსკატის (ჯავზი) თხილს (მსოფლიო მოპოვების 1/3).

შეიარაღებული ძალები წარმოდგენილია ეროვნული პოლიციით - 600 კაცი (2012). დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები